სტუდენტების ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში

2023 წლის 30 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა“ ერთობლივი ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, ლონდონის Kings College-სსტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ლექტორმა და საომარი მოქმედებების ექსპერტმა, დოქტორმა ოფერფრიდმანმა, სტუდენტებთან დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის თავისებურებებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან შეხვედრას დაესწრო 6 სტუდენტი:გიორგისიმონიძე, ირმანადოევი, ლევან სულუხია, მარიამ ქავთარაძე, სალომე ჯოხთაბერიძე და ქეთევან ნიკოლაიშვილი.

აქტუალური საკითხების გაშუქებისა და მსჯელობის შემდეგ ლექციააქტიურიდისკუსიისრეჟიმშიგაგრძელდა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply