სტუდენტთა გუნდი საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდა

 

2018 წლის 21-30 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტის დაფინანსებით სტუდენტთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო უმნიშვნელოვანეს  და ფართომაშტაბიან  საერთშორისო პროექტში, ქალაქ ვენაში, რომელშიც მსოფლიოს ოთხი ათასამდე სტუდენტი მონაწილეობდა.

ფაკულტეტის სტუდენტები გურნადა გოლიაძე, ნათია ჩილაჩავა, მაგდა გრიგოლია და სალომე თოთიბაძე  კერძო არბიტრაჟის  იმიტირებულ სასამართლო პროცესებში დაუპირისპირდნენ ჰარვარდის, სტამბულის, ინდოეთის, ავსტრალიის უნივერსიტეტის გუნდებს.  განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები გურანდა გოლიაძე და ნათია ჩილაჩავა. მონაწილეებს ევალებოდათ განსაზღვრული დროში არსებული ქეისის დამუშავებისა და შემდგომ პრეზენტაციების ჩატარება. პროცესის მსვლელობას კურირებდნენ  მოწვეული კომპენტენტური  არბიტრები, თითოეული პროცესის შემდგომ ისინი მონაწილეებს აფასებდნენ და აძლევდნენ რჩევებს. ფაკულტეტის გუნდმა არაერთხელ მოიპოვა წარმატება  და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. გუნდს ხელმძღვანელობდა ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე, რომელმაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მოამზადა იმიტირებული პროცესებისთვის. აღსანიშნავია, მოპირისპირე გუნდების შეფასებებიც, რომელთაც დიდი აღფრთოვანება გამოხატეს ფაკულტეტის გუნდის მიმართ და სურვილი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან .

პროექტის დახურვის ცერემონიალზე სტუდენტებს გადაეცათ საჩუქრები და საერთაშორისო სერტიფიკატები. პროექტის მონაწილეები უდიდესი  გამოცდილებითა და შესაძლებლობებით დაბრუნდენ საქართველოში.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply