სტუდენტთა საწარმო პრაქტიკა დაფინანსდა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე  ფაკულტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა ერთი სემესტრის განმავლობაში  2017 წლის 3 ნოემბრიდან 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით გაიარეს პრაქტიკული კურსი ქ. თბილისის მერიასა და გამგეობებში.

საწარმო პრაქტიკის  ღირებულებამ შეადგინა 1680 ლარი, რომელიც დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

ფაკულტეტის დაფინანსებით  სამართლის მაგისტრატურის სამმა სტუდენტმა: არამ ჯავარიანმა, ხატია ქანთარიამ, ნათია ნოზაძემ და ბაკალავრიატის სტუდენტებმა: ეკატერინე შეშაბერიძემ, მარინა მშვენიერაძემ, თეკლე ბაბუნაშვილმა, ხათუნა ონიანი, ანანო ავანაშვილმა, თათია დოლიძემ, თამარ ასანიძემ ,დარეჯან მურადაშვილმა, ანა კურტანიძემ, ქეთევან ალადაშვილმა, სალომე ნემსიწვერიძემ წარმატებით გაიარეს პრაქტიკა.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply