გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი ცენტრის “სახელმწიფო – სამართალი – პოლიტიკა – კულტურა” ინიციატივით და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარე წლის 27 – 31 იანვარს ქ. ქუთაისში, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება უცხოელი პროფესორის – იოჰანეს ვაისის (ერფურტის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი) საჯარო ლექცია-სემინარები თემაზე: სახელმწიფო – პოლიტიკა – რელიგია.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე, საჯარო ლექციას წაიკითხავს და დისკუსიებს გამართავს პროფესორი მამუკა ბერიაშვილი თემაზე: სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო. საჯარო ლექცია-სემინარებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
სტუდენტთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, მსურველები ხვალ, 26იანვარს უნდა გამოცხადნენ 12 :00 საათზე 915ა- აუდიტორიაში.