2017 წლის 17 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში გაიმართა სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „მსოფლიო და გენდერი“. ვორქშოფს ორგანიზება გაუწია სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა პროფესორ მაია ყიფიანმა.
სტუდენტური ვორქშოფის მონაწილეებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, პროფესორი მაია ყიფიანი, ახლადარჩეული სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი პროფესორი ნინო ნიშნიანიძე და პროფესორი ციალა გლოველი.
სტუდენტებმა წამოაყენეს ისეთი საკითხები როგორიცაა: „ძალადობა გენდერის ნიშნით“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და საზოგადოება“, „ქალთა უფლებების განვითარების ისტორიული ასპექტები“, „ქალი და პოლიტიკა“, „გენდერული თანასწორობა“, „ფემინიზმის განვითარება საქართველოში“ და სხვა.
ვორქშოფის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, დასასრულს პროფესორ მაია ყიფიანმა შეაჯამა მოხსენებები, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს.