სტუდენტური კონფერენცია თემაზე: “საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ 2018 წლის 17 ივლისს ტარდება სტუდენტური კონფერენცია თემაზე: “საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები“.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • საჯარო სამსახურში მიღების წესი;
  • საჯარო სამსახურში სამუშაოს შეფასების მეთოდები და სისტემები;
  • ანაზღაურების სისტემა საჯარო სამსახურში;
  • მამხილებლის ინსტიტუტი;
  • სამოხელეო დავის განხორციელების სპეციფიკა და სამართლებრივი პრობლემები;
  • საჯარო მოხელის დისციპლინარული პასუხისმგებლობის თავისებურებანი.

აღნიშნული ჩამონათვალი არ ზღუდავს თემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა შესახებ მოხსენებების წარმოდგენას.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის  სპეციალობის როგორც საბაკალავრო,  სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
  • თითოეულ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ორი ავტორი;
  • აუცილებელია ნაშრომს ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.

წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:

  • ნაშრომის მოცულობა: 8-10 გვერდი
  • ინგლისური რეზიუმეს მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა;
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი: Sylfaen
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ

წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
  2. თემის აქტუალობა
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
  6. ციტირების ტექნიკა
  7. ამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება 

ფინალურ ეტაპზე შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები იბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ნაშრომის კორექტირება ავტორთან შეთანხმებით.

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2018 წელი

დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: publiclaw@gtu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ კოფნერენციის დასახელებ: საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები.

მეილში მიუთითეთ ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი, სტატუსი (თუ რომელი უსდ-ს სტუდენტია), საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტა.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply