სტუ-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 2 მარტს სტუ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტშეხვდი  დამსაქმებელსფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დავით ასათიანთან და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებთან.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონია, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის. მისასალმებელ სიტყვაში დეკანმა ხაზი გაუსვა ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობას, ორიოდე სიტყვით მიმოიხილა სამეცნიერო პროექტები, მათ შორის, საინჟინრო სამართალი, მედია სამართალი, საგამოძიებო სამართალი და სხვა. ყურადღება გაამახვილა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში პრაქტიკოსი ადვოკატების რეკომენდაციებისა და შენიშვნების ასახვაზე სასწავლო პროგრამებსა და სილაბუსებში.

აღნიშნულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ორივე მხარემ მნიშვნელოვნად შეაფასა მემორანდუმის გაფორმება სტუ-სა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის.

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა ასოციაციის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, ე.წ. ფრანგულ მოდელზე გადასვლის  და მენტორ-ადვოკატის  დამკვრიდების შესაძლებლობებს.  ყურადღება გაამახვილა იმ კომპონენტზე, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს პრაქტიკოს ადვოკატს, მათ შორის, კლიენტთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაზე, ადვოკატის მიერ ჰონორარის მოთხოვნის საფუძველზე, საადვოკატო ბიუროს მმართვაზე, საქმიანობის პრინციპებზე, ორატორული ხელოვნების ასპექტებზე და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვაზე.

ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა გიორგი ჭეხანმა,  აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გიორგი ტურაზაშვილმა, ეთიკის კომისიის წევრებმა: თორნიკე ბაქრაძემ, ინგა სეხნიაშვილმა და გია ტაბლიაშვილმა, ასევე, სარევიზიო კომისიის წევრმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

შეხვედრა აქტიურად წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დასასრულს, ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, გამოხატა  იმედი ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის და მოუწოდა სტუდენტებს იყვნენ წარმატებულები, რადგან შეძლონ მემორანდუმით გათვალისწინებული პრივილეგიებით სარგებლობა.

ღონისძიება შეაჯამა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply