2018 წლის 17 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, დეპუტატები და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატის პასუხისმგებელი პირები შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ხაზი გაუსვა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მთავრობის 2015-2017 წლების ანგარიშით, სადაც დეტალურად მიმოიხილა განხორციელებული პროექტები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მწვავე დისკუსია მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა(გია) გვაზავა, თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე- ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი-ქეთევან ბაკარაძე, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი- მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე–იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე- როლანდ ნიჟარაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე- ბელა კოპალიანი, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი–მაყვალა ბერიანიძე, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე– მარინა შენგელია და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის.