სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი ლაშქრობა რაჭაში ცხრაჯვარის მიმართულებით. აღნიშნული ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდნენ სტუ-ს საჯარო მმართველობისა და საერთაშრორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებმა დალაშქრეს ცხრაჯვარი, მოინახულეს ნიკორწმინდა და სოფელი საწირე.
ეკომოლაშქრეებმა, მოინახულეს ნიკორწმინდა, ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
აი როგორ აღგვიწერს რაჭას ერთ-ერთი ეკომოლაშქრე გიორგი მამულაშვილი: “დღეს რაჭას ვიყავ პირველად ვიგრძენი ამ ულამაზესი კუთხის სული და გული ბოლომდე . -მობრძანდით, ჭის წყალი დამილიეთო პანჩო ბაბუმ “
გურანდა გოლიაძე: ”ჭის წყალიდან ღვინომდე და ღვინიდან სარდაფამდე-უცნაური გრძნობა დამეუფლა. ძალიან მიხაროდა და ძალიან მტკიოდა. ვერც ერთი წონიდა მეორეს და ვერც მეორე პირველს. დავტოვეთ დიდ და ცარიელ სახლში პანჩო ბაბუა, რომელიც ბევრ ჩვენნაირს ელოდა.
ბევრი კითხვა გაჩნდა მარტივი პასუხებით, თუ რატომ ტოვებენ აჭრელებულ რაჭას რაჭველები”?!
სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა ლაშქრობების, გარემოს დაცვითი და მსგავსი ღონისძიებების განხორციელბას. ამჟამდ ეკომოლაშქრეთა კლუბი აერთიანებს ოთხმოცდაათამდე სტუდენტს. კლუბის შემდეგი აქტივობა არის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბედიანის თავშესაფრის მონახულება, აგრეთვე დაასუფთავებენ კაზრეთის რაიონში მიმდებარე პარკს, რომელიც სამწუხაროდ საკამოდ დაბინძურებულია.
აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას თაოსნობით ფაკულტეტის აკადემიუირ თუ ტექნიკური პერსონალი, რათქმაუნდა სტუდენტებთან ერთად ყოველთვის მზად არიან ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის, რაც ერთობ მნიშვნელოვანია კლუბის განვითრებისთვის, აღნიშნავენ სტუ-ეკომოლაშქრეთა კლუბის დამფუძნებლები ირინა მიქავა და აკო ჯიჯელავა.