საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უკვე მეხუთედ 13-18 ივლისს ტარდება საზაფხულო სკოლა. ლექცია-სემინარებს გაუძღვებიან როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და თანამშრომლები. ასევე, სტუ-ს პროფესორები.
პირველ დღეს სტუდენტებს შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლისა და გადაწყვეტილების აღსრულების მეთოდები“. სტუდენტები ასევე დაესწრნენ სასამართლო პროცესს.
საზაფხულო სკოლის მსმენელთათვის დაგეგმილია შემდეგი საკითხის განხილვა: საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურები, ადამიანის უფლებები სისხლის სამართალში და მიმდინარე აქტუალური სამართლებრივი საკითხების განხილვა.
პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათსერთიფიკატები.