“ტურიზმის სამართლის” პრეზენტაცია

დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სახელმძღვანელოს “ტურიზმის სამართლის” პრეზენტაცია, რომლის განხილვაში მონაწილეობა მიიღო ჩემმა კოლეგამ, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ.
პრეზენტაციის შემდგომ ავტორებმა ნატო ტაბუცაძემ, ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა და მაკა ტყებუჩავამ სტუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაატარეს საჯარო ლექცია ტურიზმის სამართალში.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლებმა ნატო ტაბუცაძესა და ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხს გადასცეს ქალთა ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო.
აღნიშნული ორგანიზაციისგან მეც მერგო მადლობის სიგელი ქალთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის.
მადლობას ვუხდით სახელმძღვანელოს ავტორებს, მოწვეულ სტუმრებს, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას გამოვლენილი მაღალი ინტერესისათვის.
Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply