2018 წლის პირველ თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ ირაკლი გაბისონიასთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, მენეჯერი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე, მოწვეული იყო სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი .
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ მოხსენებაში მიმოიხილა უკვე დამთავრებული პროექტები, გააცნო სტუდენტებს მათი შედეგი. ხაზი გაუსვა მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. დეკანმა ყურადღება გაამახვილა პროექტ „შეხვდი დამსაქმებელ“-ზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაწესებაზე, საერთაშორისო პროექტებში, ზამთრის სკოლებში სტუდენტთა მონაწილეობაზე და სხვა.
დეკანის მოხსენების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტებმა აქტიურად დასვეს შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და მიიღეს ამომწურავი პასუხები როგორც ფაკულტეტის დეკანის ასევე, სხვა მოწვეული პირებისგან. სტუდენტებმა წამოაყენეს ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, დასაქმების, გაცვლითი პროგრამების და სხვა რიგ საკითხებთან დაკავშირებული ასპექტები.
შეხვედრის ფორმატში ფაკულტეტის ადმინისტრაცია შეთანხმდა ზოგიერთი ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე და სთხოვა სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ ფაკულტეტის საქმიანობაში.