2018 წლის 24 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც მიმდინარე საკითხებთან ერთად საბჭოს წინაშე გამოიტანა საკითხი „კულტურის სამართლის“ პროექტის დამტკიცების შესახებ. პროექტ „კულტურის სამართლის“ განხილვისას არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პროექტი ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია, საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კულტურის სამართლის შექმნას და დღევანდელი დღე ისტორიულ, მნიშვნელოვან დღედ გამოაცხადეს. ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა, რომ „პირველები ვართ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რომლებიც ვიმუშავებთ ამ პროექტზე და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი უნივერისტეტისთვის“.