ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა

2018 წლის 28 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

დეკანმა საბჭოს მოახსენა ინფორმაცია ფაკულტეტის სტუდენტთა წარმატებების შესახებ, კერძოდ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი გახდა სტუ-ს სტუდენტური დღეების გამარჯვებული და მოიპოვა გრანპრი. ასევე, სტუდენტებმა გაიმარჯვეს ეროვნულ შეჯიბრში „სისხლის სამართლის ადვოკატირებაში“ და მოიპოვეს საპრიზო ადგილები პროექტში „ევროპარლამენტის მოდელირება“

ფაკულტეტის დეკანმა ასევე წარმოადგინა დასრულებული პროექტის ანგარიში და სახელმძღვანელო, რომელიც შეიქმნა პროექტის ფარგლებში, საბჭომ შესრულებული სამუშაო დადებითად შეფასა და  მადლობა გადაუხადეს პროექტში ჩართულ პირებს ნაყოფიერად შესრულებული სამუშაოსთვის.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თეა შაყულაშვილმა წარმოადგინა ფაკულტეტის სტრატეგიული გეგმა დასამტკიცებლად და მიმოიხილა რამდენიმე საკითხი ავტორიზაციასთან დაკავშირებით.

საბჭომ ასევე განიხილა საკითხი ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply