ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 31 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც განსახილველად გამოიტანა სასწავლო სილაბუსების ავტორებისა და პროგრამების ხელმძღვანელების დამტკიცების საკითხი.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა თეა შაყულაშვილმა საბჭოს წარუდგინა  ყველა პროგრამის ხელმძღვანელები და თანახელმძღვანელები, ასევე ავტორიზაციის მიზნებიდან გამომდინარე ისაუბრა სილაბუსებთან დაკავშირებით.

ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ საბჭოს წარუდგინა საკითხი ბიუჯეტის გარკვეულ ნაწილში ცვლილებების შესახებ და სტუდენტთა განცხადებები სწავლის საფასურის გადახდის გადავადებისა და ნაწილობრივ დაფინანსების თაობაზე.

საბჭომ დეკანის წარდგინებით ასევე განიხილა სამი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დამტკიცების საკითხი, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply