ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2021 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. საბჭომ ცნო თავისი უფლებამოსილება. .
სამბჭოს მდივნად არჩეულ იქნა მანანა დარჩაშვილი.
ჩვენს კოლეგას და მეგობარს თომა ხაბეიშვილს მივულოცეთ ოჯახის შექმნა.
დღის წესრიგის მიხედვით, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო – ,, საგადასახადო სამართალი“ . საბჭომ პროექტის შედეგი დადებითად შეაფასა და რეკომენდაცია მისცა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელებს სახელმძღვანელო აისახოს შესაბამის სილაბუსში.
ასევე განხილულ იქნა ჩვენი ფაკულტეტის პროფესორების მიერ გამოცემული სახელმძღვანელობი.
ფაკულტეტის საბჭომ დააკომპლექტა სენატის საბჭოს, ასევე აკადემიური საბჭოს წევრების საარჩევნო კომისია.
ასევე იმსჯელეს ფაკულტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply