ფაკულტეტის სტუდენტების  კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტმა ანა ტაკაშვილმა და პირველი კურსის სტუდენტმა მერაბი ტაკაშვილმა სტეპის მიერ ორგანიზებულ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე:  რელიგიასა და მის გავლენაზე, კერძოდ იმაზე, არის თუ არა რელიგია თავისუფალი არჩევანი.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის პროცესში აუდიტორიაც აქტიურად იყო ჩართული. სპიკერებმა ისაუბრეს რელიგიის განვითარების ეტაპებზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც რელიგიის თავისუფლებაზე ახდენს ზეგავლენას.
გუნდმა კონკრეტული მაგალითებით აჩვენა სხვადასხვა რელიგიების მიმართება ერთ კონკრეტულ სოციუმში. პრეზენტაციის პროცესში დაისვა საინტერესო კითხვები სხვა გუნდების წარმომადგენლების მხრიდან. სპიკერები ჟიურიმ მაღალი ქულებით, დადებითად შეაფასა და ჩვენმა სტუდენტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს.

სტუდენტები დაფინანსდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply