სტუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე

გიორგი გორაძე − დაიბადა 1974 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელ­მწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ჩაირიცხა ამავე ფაკულტეტის ასპირანტურაში, ხოლო შემდეგ დოქტორან­ტურაში. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფედერალიზმის პერსპექტივები ქართულ სინამდვილეში“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

გიორგი გორაძე მრავალი წელია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

2014-2015 წლებში იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო კვლევის მიზნით ოთხი თვის ვადით მივლინებულ იქნა ედინბურგის უნივერსიტეტის (შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი) ბაზაზე არსებულ „კონსტიტუციური ცვლილების შოტლანდიურ ცენტრში“. აღნიშნული ცენტრის  ჩართული იყო  ტერიტორიული პოლიტიკის მკვლევართა ჯგუფში, სადაც მას ურთიერთობა ჰქონდა დარგის ისეთ აღიარებულ მეცნიერებთან, როგორებიც არიან ცენტრის დირექტორი, პროფესორი მაიკლ კიტინგი (Michael Keating) და პროფესორი ნიკოლა მაკივენი (Nicola McEwen). ედინბურგში განხორციელებული კვლევების შედეგად გიორგი გორაძემ გამოაქვეყნა რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლებიც მიუძღვნა დიდ ბრიტანეთში მიმდინარე დევოლუციურ პროცესებს

2015 წლის ივნისში გიორგი გორაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ვორქშოპზე ქალაქ პალერმოში (იტალია), პალერმოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მიწვევით. ვორქშოპის თემა იყო „იტალიის სასამართლო სისტემა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“. ვორქშოფი მოიცავდა ვიზიტებს საქალაქო სასამართლოში და პენიტენციურ დაწესებულებაში,
აგრეთვე შეხვედრებს მოსამართლეებთან. დელეგატები გაეცვნენ იტალიის სასამართლო სისტემას და პროცესუალურ თავისებურებებს. დაესწრნენ რამდენიმე სასამართლო პროცესს, რომლებზეც იხილებოდა ორგანიზებულ დანაშაულთან (მაფიასთან) დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის, ერთ-ერთე ეხებოდა იტალიური მაფიის ყოფილ ლიდერს სალვატორე (ტოტო) რინას.

გიორგი გორაძეს გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია და მრავალი სამეცნიერო სტატია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. მისი ინტერესის სფეროს ძირითადად წარმოადგენს კონსტიტუციონალიზმისა და ტერიტორიული მოწყობის პრობლემები.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply