2019 წლის 23 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გერმანიის იენის უნივერსიტეტის პროფესორის ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხის საჯარო ლექცია ჩატარდა.
საჯარო ლექციას უძღვებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
იენის უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა ისაუბრა ოჯახში ძალადობის პოლიტიკურ-სამართლებრივ ასპექტებზე. მიმოიხილა საქართველოსა და გერმანიის კანონმდებლობის ზოგიერთი ასპექტი. ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე.
![](http://law.gtu.ge/wp-content/uploads/2019/05/60851361_386479271968918_900591858139267072_n-1080x380.jpg)
ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხის საჯარო ლექცია
Posted in Uncategorized.