შემოდგომის სკოლა – „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“
საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მხარდაჭერით, იმართება შემოდგომის სკოლა ზუგდიდში თემაზე – „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“.
შემოდგომის სკოლაში მოწვეულები არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ჰარდი და ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ზდისლავ კრასნოდებსკი.
შემოდგომის სკოლის ხანგრძლივობა ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, 21-29 სექტემბერი.
ამ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა, სასტუმრო და კვება.
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს.
რეგისტრაციისათვის მიმართეთ 903 ა ოთახს 13 სექტემბრის ჩათვლით, გასაუბრება ჩატარდება 14 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, მე-9 სართულზე ევროკავშირის და ნატოს აუდიტორიაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
598332205