2019 წლის 10 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშირისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შექმნილ დიპლომატიურ ლაბორატორიაში გაიმართა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რეზო მიშველაძის იუბილესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ღონისძიება, სადაც მწერალი და საზოგადო მოღვაწე შეხვდა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია. სტუდენტები აქტიურობდნენ შეკითხვებით. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, პოეტი და მეცნიერი რეზო სტურუა და რეზო მიშველაძის სიყრმის მეგობარი პროფესორი იგორ კვესელავა.
შეხვედრა რეზო მიშველაძის იუბილესთან დაკავშირებით
Posted in Uncategorized.