შეხვედრა ფაკულტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან

2022 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს სტუმრად ეწვივნენ ადვოკატები: ნინო ლომინაძე, ნინო ამაღლობელი, სოფიო დარჩია, მზია კუპატაძე და თამარ გაგუა. შეხვედრა გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ, რომლებმაც სტუდენტებს წარუდგინეს ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები და წარმატებები უსურვეს ადვოკატებს.
მომხსენებლებმა სტუდენტებს გაუზიარეს პირადი გამოცდილება და ესაუბრნენ პროფესიული წარმატების ფორმულაზე.
შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით ფაკულტეტის ასისტენტს თორნიკე გვენეტაძეს და მთავარ სპეციალისტს ლიკა ნახუცრიშვილს.

,

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply