სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და აკადემიური პერსონალი ულოცავს ჩვენს პროფესორ-ასისტენს ქეთევან ცინცაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დაკავებას.
ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქეთევან ცინცაძე 2005-2009 წლებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით (გრანტით) სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;ასევე, 2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
აღსანიშნავია, რომ მას 2017 წლის სექტემბრიდან – ღია კონკურსის საფუძველზე 4 წლის ვადით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე უკავია პროფესორ-ასისტენტის აკადემიური თანამდებობა