22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა, სხვა ფაკულტეტების სტუდენტებთან ერთად ჩაატარეს აქცია-ღონისძიება, რომლის ფარლგლებშიც დაასუფთავეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და მიმდებარე კორპუსების ეზოები, ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, დევიზით “ერთად დავასუფთაოდ გარემო და ვიზრუნოთ ბუნებაზე”.
სამართლისა და საერთოშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ყოველთვის მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში და თავადაც არის მრავალი იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი.