2022 წლის 10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა უშიშროებისა და სამხედრო ძალებთან მუშაობის დარგში
ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ბატონმა გიამ ისაუბრა ომის სამართალზე, ჟენევის კონვენციაზე, სამოქალაქო და სამხედრო პირების უფლებებზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ლექცია დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, სტუდენტებმა მომხსენებელს მრავალი კითხვა დაუსვეს.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ გია თორაძეს, ასეთი საინტერესო ლექციისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ სამომავლოდ ისევ ვითანამშრომლებთ. აგრეთვე დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს პროფესორს, ქალბატონ შორენა ცინცაძეს ბატონი გიას მოწვევისთვის.