ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 24 დეკემბერს.
არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს: ასოცირებულ პროფესორსა და პროფესორს.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოება 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით,
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, კვირის გარდა, 913ა ოთახში.
რეგისტრაციისას მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი ცნობა და სამოქმედო პროგრამა.
კანდიდატთა სამოქმედო პროგრამის განხილვა მოხდება ფაკულტეტის საბჭოზე 21 დეკემბერს 16:00საათზე. 909ბ აუდიტორიაში.