ჯემალ გაბელიას საჯარო ლექცია

2022 წლის 22 ნოემბერს სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „განათლების ზოგადი კურსის“ ლექციათა ციკლის ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.
ლექციის თემა იყო „სისხლის სამართლის ზოგადი მიმოხილვა“. ბატონმა ჯემალმა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს აუხსნა სამართლის და სამართლიანობის პრინციპები, ესაუბრა იურისტის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე და განიხილა საკუთარი პრაქტიკიდან რამდენიმე საქმე.
ლექციამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში, ბატონი ჯემალი სტუდენტებს ესაუბრა როგორც თეორიულ, აგრეთვე პრაქტიკულ საკითხებზე. სტუდენტების მხრიდან დაისვა კითხვები, რომლებზეც მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები.
Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply