ჯემალ გახოკიძის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „9 აპრილი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“

საჯარო ლექცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჯემალ გახოკიძის მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტი და მის დამსახურებებზე ისაუბრა.

მოხსენებისას პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ  პოლიტიკურ-სამართლებრივ ჭრილში შეაფასა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, მიმოიხილა შეიარაღებული ძალების ფორმირების ეპოქა და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ასპექტები,  განმარტებები გააკეთა  ვარდების რევოლუციისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის  შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა , პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply