2018 წლის 12 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დეკანის ინიციატივით ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შეფასებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, განხორციელებული კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის დააწესა სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის და ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო.
სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო გადასცა ღვაწლმოსილ პროფესორ ჯემალ გაბელიას, ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო კი გადასცა დამსახურებულ პროფესორ იგორ კვესელავას.
ახალგაზრდა მეცნიერებს ასისტენტ-პროფესორს მალხაზ ჩიტაიას გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო და ასოცირებულ პროფესორს გიორგი კალანდაძეს ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო გადასცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ გიორგი მურვანიძემ,
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადასცა უიშვიათესი გამოცემა „ნათელი ქრისტესი საქართველო“-ს წიგნი პირველი და წიგნი მეორე, რომელიც სტუ-ს უძველეს და უმდიდრეს ბიბლიოთეკას კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას შესძენს.