2019 წლის 23 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც გაიხსენა ირაკლი მენაღარიშვილის საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები.
სტუმარს მიესალმა სტუს- წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მას მობრძანებისათვის.
საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუმარმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.