2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის
ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები
პირველი ეტაპი:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა –2018 წლის 05 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით;
2. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა –2018 წლის 12 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით.
მეორე ეტაპი:
- სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადა –2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ–მდე;
2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა – 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ–მდე;
3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა – 2018 წლის 06 თებერვალი.
მესამე ეტაპი:
- ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა –2018 წლის 06-07-08 თებერვალი;
2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა –მიმღები უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;
3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა – მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.
მეოთხე ეტაპი:
- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა –2018 წლის 06 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;
2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა – 2018 წლის 15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
მეხუთე ეტაპი:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა –2018 წლის 2 მარტის ჩათვლით;
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 5 მარტის ჩათვლით;
3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით;
4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით;
5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების (თანდართული ელექტრონული ვერსიით) ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით;
6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა – სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა. - http://eqe.ge/geo/static/39/mobility/rules–procedures