2019 წლის 23 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გერმანიის იენის უნივერსიტეტის პროფესორის ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხის საჯარო ლექცია ჩატარდა.
საჯარო ლექციას უძღვებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
იენის უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა ისაუბრა ოჯახში ძალადობის პოლიტიკურ-სამართლებრივ ასპექტებზე. მიმოიხილა საქართველოსა და გერმანიის კანონმდებლობის ზოგიერთი ასპექტი. ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე.
Monthly Archives: May 2019
ირაკლი მენაღარიშვილის საჯარო ლექცია
2019 წლის 23 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც გაიხსენა ირაკლი მენაღარიშვილის საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები.
სტუმარს მიესალმა სტუს- წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მას მობრძანებისათვის.
საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუმარმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
პროფესორების ნონა თოდუასა და ირინა აქუბარდიას საჯარო ლექცია
2019 წლის 23 მაისს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორები ნონა თოდუა და ირინა აქუბარდია შეხვდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
პროფესორები წარადგინა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და ისაუბრა ფაკულტეტის 3წლის საქმიანობსი ზოგიერთ ასპექტზე. შეხვედრა შეეხებოდა სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს.შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომელიც შეაჯამა სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ.
შეხვედრა ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრებთან
2019 წლის 24 მაისს 10:30საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი, პროფესორი ვიტალი კვაშისი, (აშშ), ტეხასის უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი,ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი მიანჰუნ რო, (აშშ), ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი ჯი-სან ლი შეხვდებიან პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
დიჟონის უნივერსიტეტის პროფესორის ნატო ტაბუცაძეს საჯარო ლექცია
2019 წლის 20 მაისს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ფაკულტეტის იუბილესთან დაკავშირებით საფრანგეთის, დიჟონის უნივერსიტეტის პროფესორმა ნატო ტაბუცაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: კერძო დეტექტივი, თავისუფალი იურიდიული პროფესია მართლმსაჯულების სამსახურში”.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა პროფესორი ნატო ტაბუცაძე. დეკანმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ფაკულტეტის 3 წლის იუბილე. მიმოიხილა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საქმიანობა.
შეხვედრაზე მოეწყო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ტურიზმის სამართლის“ პრეზენტაცია, რომელიც ფაკულტეტზე განხორციელდება საფრანგეთისა და გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორების ჩართულობით.
საჯარო ლექციას ესწრებოდა გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი.
პროფესორმა ნატო ტაბუცაძემ ისაუბრა კერძო დეტექტივის როლზე თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში, მიმოიხილა მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები და ყურადღება გაამახვილა, უცხო ქვეყნის საკანონმდებლო რეგულირებაზე დეტექტივის საქმიანობასთან მიმართებაში.
ევროპარლამენტის მოდელირება
2019 წლის 14-16 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩატარდა ,,ევროპარლამენტის მოდელირება“, რომელიც გახსნა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
,,ევროპარლამენტის მოდელირების“, მიზანი იყო ევროინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება-გაფართოება, გუნდური მუშაობის, დებატების უნარის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება; დამამთავრებელი კურსის მოწინავე სტუდენტების მიერ უმცროსკურსელთათვის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთდაახლოება. ღონისძიება განახორციელეს საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა და კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ციალა გლოველმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობებისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა. სულ მუშაობდა 5 კომიტეტი: 1. სოციალურ-ეკონომიკურ საქმეთა, 2. საგარეო 3. ქალთა უფლებებისა და გენდერის,4. თავდაცვისა და უსაფრთხოების, 5.იურიდიული კომიტეტი.
მოდელირების ბოლოს გამოვლინდნენ: საუკეთესო სპიკერი, საუკეთესო დელეგატი, საუკეთესო კომიტეტად დასახელდა იურიდიული კომიტეტი. კომიტეტების ხელმძღვანელებმა დაასახელეს კომიტეტის საპატიო საუკეთესო სპიკერები და დელეგატები.
,,ევროპარლამენტის მოდელირების“ მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტის ხუან აპარისიოს საჯარო ლექცია
🗣2019 წლის 16 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს საკონფერენციო დარბაზში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა ხუან აპარისიომ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “აშშ-ის საგარეო პოლიტიკა საქართველო”.
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტს ხუან აპარისიოს და საელჩოს წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კურატორი ლიკა გუმბერიძე.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე. აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა ხუან აპარისიომ ჩაატარა საჯარო ლექცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე ფუნდამენტურ საკითხებზე. მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტები.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ელჩმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრა შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც ექსპერტს და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის..
შვედეთის ელჩის ულრიკ თიდესტრომის საჯარო ლექცია
2019 წლის 16 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველო-შვედეთის ურთიერთობები, საქართველოს ევროპულიმომავალი“.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა შვედეთის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს მობრძანებისთვის.
შეხვედრას ელჩთან ერთად ესწრებოდნენ შვედეთის საელჩოს კომუნიკაციებისა და კულტურული ურთიერთობების ოფიცერი თამარ დათუაშვილი და შვედეთის სტუდენტთა კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარე გოგა კიკილაშვილი.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა მიმოიხილა შვედეთ-საქართველოს ურთიერთობები და აქტიურად უპასუხა შეკითხვებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სტუდენტებს ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა საელჩოს წარმომადგენლებისგან მოესმინათ ინფორმაცია შვედეთში სწავლის გაგრძელებისა და სხვადასხვა სტიპენდიების მოპოვების შესახებ.
შეხვედრა შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც ელჩს და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის.
სამართლის სპეციალობის მესამე კურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
დაიწყო სპეციალობის მოდულის/მიმართულების არჩევა.ბლანკის შესავსებად, გთხოვთ მიაკითხოთ სასწავლო პროცესის მართვის განყოფილებას. 905 ა ოთახი. 11სთ-დან 6საათამდე