აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტის ხუან აპარისიოს საჯარო ლექცია

🗣2019 წლის 16 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს საკონფერენციო დარბაზში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა ხუან აპარისიომ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “აშშ-ის საგარეო პოლიტიკა საქართველო”.
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტს ხუან აპარისიოს და საელჩოს წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კურატორი ლიკა გუმბერიძე.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე. აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტმა ხუან აპარისიომ ჩაატარა საჯარო ლექცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე ფუნდამენტურ საკითხებზე. მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტები.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ელჩმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრა შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც ექსპერტს და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის..

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply