21 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით ჩატარდა პირველი შეხვედრა სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.
კურსის ფარგლებში ჩატარდება 10 შეხვედრა, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან სასამართლოში იურისტის გამოსვლის ტექნიკას, სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევებს, ხოლო დასასრულს მონაწილე სტუდენტების მონაწილეობით 2017 წლის დეკემბერში გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროექტში მონაწილეობას იღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გასაუბრებით შერჩეული სტუდენტები. მოსამზადებელი კურსის სალექციო ნაწილს გაუძღვება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე.