საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს ესსეების კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:
- სამართალი
- საერთაშორისო ურთიერთობები
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
- ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
- თითოეულ ნაშრომს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი (თანაავტორობით დაწერილი ნაშრომები არ მიიღება);
- თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.
წარმოდგენილი ესსე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:
- მოცულობა: არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 2500 სიტყვისა
- ძირითადი ტესქტისა და სქოლიოების შრიფტი: Sylfaen
- ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
- ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
- გვერდების საზღვრები – 1.9 სმ
წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
- თემის აქტუალობა
- აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
- საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
- ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
- ციტირების ტექნიკა
- გამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება
კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო, კერძოდ:
- 1-ლი ადგილი – 1000 ლარი
- მე-2 ადგილი – 600 ლარი
- მე-3 ადგილი – 300 ლარი
გამარჯვებული მონაწილეების ესსეები გამოიცემა კრებულის სახით.
დაინტერესებულ პირებმა 30 მარტამდე ესსეები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე : publiclaw@gtu.ge