პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) იურიდიული ან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს ან ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებისთვის კონსულტაციის გაწევის მიმართულებით აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტში.
პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს უშუალოდ დეპარტამენტის ვებგვერდისა და რეესტრების წარმოების მიმართულებით კონსულტაციებში ჩართულ სპეციალისტებთან. პრაქტიკანტი აქტიურად ჩაერთვება აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული პირებისათვის სარეგისტრაციო წარმოებასთან და სუბიექტებისთვის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის პროცესთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემის პროცესში. საშუალება ექნება გაეცნოს აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრის მართვასა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა / გასაჯაროებასთან დაკავშირებულ ბიზნესპროცესებს, მონაცემების შეგროვების, წესების შემუშავება-განახლების და რეესტრების წარმოების პროცესს. აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საგანმანათლებლო ვიდეოების შემუშავებასა და დეპარტამენტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა სამუშაოებში.
მოთხოვნები :
- იურიდიული ან ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
კანდიდატების შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად:
განაცხადების გადარჩევა (იხ. სააპლიკაციო ფორმა – https://goo.gl/forms/u6HASDBMlFYNCClp2 )
- გასაუბრება;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ რეზიუმე (cv) მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2018 წლის 31 მარტისა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამსახურის ვებ-გვერდს: https://www.saras.gov.ge/