2018 წლის 8 ნოემბერს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა გეორგ ლომანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ჰაბერმასი: კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო) და დემოკრატია.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტივობებზე და წარუდგინა სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი გეორგ ლომანი.
სტუდენტებმა სპეც კურსის „სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სწავლების“ ფარგლებში პროფესორ გეორ ლომანისგან მოისმინეს კონკრეტული თეზისები კანონის უზენაესობასა და სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ. პროფესორმა განმარტა სამართლებრივი სახელმწიფოს ასპექტები და მიმოხილა მასთან დაკავშირებული ფილოსოფიური შეხედულებები.
შეხვედრა გაგრძელდა ხანგრძლივად და წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში , სტუმარმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.