📌📌 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის(მათ შორის, პირველკურსელთათვის) და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ცხადდება კონკურსი საზღვარგარეთ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისთვის. 📌📌
კონკურსი ტარდება შემდეგი მიმართულებით:
- 1. საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები;
- საერთაშორისო კერძო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესები ;
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესები.
პროექტისთვის ჯამში შეირჩევა 12 სტუდენტი, მათ შორის, ოთხი საერთაშორისო ურთიერთობებისა და რვა სამართლის სპეციალობის სტუდენტი.
ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა
გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 21 ნოემბერს 13:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში 907ა