ინგლისურენოვანი საშემოდგომო სკოლის დახურვა  

 

2018 წლის  19-21 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი საშემოდგომო სკოლა ,,XXIსაუკუნე და ევროკავშირის გამოწვევებიგაიმართა.

სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციები ჩაუტარა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბოლონიის, ვენეციის კაფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორმა მარკო ვალიჯმა,

რომის ლა-საპინცას უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მოწვეული ასოცირებულმა  პროფესორმა ნენო გაბელიამ, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში  ლიკა ტორიკაშვილმა და  „არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფი-ახალი ხედვას დამფუძნებელმა  გიორგი გაბედავამ.  სკოლა ჩატარდა ინგლისურ ენაზე და მას 50-მდე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.

სკოლა შეეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: EU Middle Powers and New Foreign Policy Challenges, “ European Union and South Caucasus Conflicts” Perspectives and Challenges of Eastern  Partnership Programme“ “Paint the World  UN SDG”.

საშემოდგომო  სკოლა დახურა სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც  შეაჯამა სკოლის შედეგები. სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა  მოწვეულმა პროფესორმა მარკო ვალიჯიმ.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply