2018 წლის 26 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით შედგა შეხვედრა პროფესორ -მასწავლებლებთან ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის დაფუძნების თაობაზე.
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო იდეა დაფუძნდეს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია, რომელშიც გაერთიანდებიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერები. შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო ჯგუფის ჩამოყალიბებასა და ასოციაციაში გაწევრიანების კრიტერიუმებზე.
ფაკულტეტის დეკანმა სთხოვა ყველა ახალგაზრდა თანამშრომელს იყვნენ მეტად აქტიურები, გამოიჩინონ ინიციატივა და მაქსიმალურად ჩაერთონ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში.