სტეფან ჯოსენმა საჯარო ლექცია ჩაატარა

2018 წლის 29 ნოემბერს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის ექსპერტმა სტეფან ჯოსენმა ჩაატარსაჯარო ლექცია თემაზე: “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული პერსპექტივები: შემთხვევის ანალიზის შედარება მოლდოვასა და საქართველოს შორის

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა მოწვეული ექსპერტი და მცირედი საჩუქრები გადასცა უცხოეულ სტუმარს.

საჯარო ლექცია ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: მოლდოვასა და საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის როლი მოლდოვასთან მიმართებაში და სხვა. სტუდენტთა შეკითხვები ასევე შეეხებოდა ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს და ევროკავშირთან არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერი, ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე, რომელმაც შეეჯამა საჯარო ლექცია, მადლობა გადაუხადა სტეფან ჯოსენს ასეთი საინტერესო და ინტერაქტიული შეხვედრისთვის და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply