სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს კვლევას და სიღრმისეულ, მეცნიერულ შესწავლას უკვე არსებული სამშვიდობო ინიციატივებისა, რომლებიც ემსახურება კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და ასევე, ამ მიმართულებით ახალი მიდგომების შემუშავებას. მისი ამოცანაა კვლევის შედეგები წარმატებით იქნეს გამოყენებული საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისათვის.
კვლევის ამოცანებისა და მიზნებიდან გამომდინარე, პროექტისადმი კომპლექსური მიდგომით პროექტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ სამეცნიერო ღირებულებების და პრაქტიკული ხასიათის მქონე შედეგები მიიღონ. მოამზადონ სამეცნიერო პუბლიკაციები და მიღებულმა შედეგებმა ასახვა ჰპოვოს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებზე.
პროექტს განახორციელებენ: პროფესორები: ჯ.გახოკიძე, ი.გაბისონია, ჯ.გაბელია, ასოცირებული პროფესორი ს.მიდელაშვილი და დოქტორანტი ლ.ხარჩილავა.
პროექტის კვლევის შედეგად მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სოციალურ-პოლიტიკური, საერთაშორისო სამართლისა და კონფლიქტოლოგიის პრობლემებით დაინტერესებული პირების, მათ შორის სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორანტების მიერ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ პრობლემით დაინტერესებული ფართო წრის მიერ.