ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის  აქტუალობას განაპირობებს თანამედროვე რეალობა-საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც წარმოუდგენელია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების გარეშე. ამ მიმართულებით გაანალიზებული იქნება მ. მუსხელიშვილის მიერ შექმნილი ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი დებულებები საფუძვლად დაედო 21-ე საუკუნის ევროკავშირის სამართალს, ასევე, შესწავლილ იქნება მ. მუსხელიშვილის მოსაზრებები ევროპის „საერთო ბაზრის“ შექმნის და მომავალში მისი ინსტიტუციური განვითარების შესახებ არსებული მონაცემები. უმთავრესად კი შესწავლილი და გაანალიზებული იქნება  საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების ძირეული და მრავალმხრივი საკითხები.

ამდენად, პროექტის მიზანის წარსული ისტორიის ობიექტური შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შეიქმნას ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსების, ასევე, ევროპული ღირებულებებისთვის ბროლის ისტორიის ამსახველი მონოგრაფიული გამოკვლევა, სათანადო საარქივო დოკუმენტრუი მასალების დართვით.

კვლევის მეთოდოლოგია  წარმოადგენს ისტორიულ, შედარებით, აღწერილობით, შეფასებით, სისტემური ანალიზის და ემპირიულ კვლევას.

პროექტის შედეგებით დიანტერესდებიან როგორც ადგილობრივი მკვლევარები, ასევე უცხოეთის დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული ემიგრაციით დაინტერესებული პირები.  გამოიცემა ვრცელი მონოგრაფია, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს სალექციო კურსი  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრანტებისთვის: „ევროინტეგრაციის საკითხი და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია- ისტორია და თანამედროვეობა“.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply