ნატო სონღულაშვილის საჯარო  ლექცია

2018 წლის 27 ნოემბერს 18 საათზე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში გაიმართა ისტორიის დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორის ნატო სონღულაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული სინამდვილე და ეროვნული იდენტობა“.  ლექცია შეეხებოდა ეროვნული იდენტობის გააზრებას ქართული მაგალითის ფონზე. საუბარი შეეხო ეროვნული იდენტობისთვის დამახასიათებელი ღირებულებების გაანალიზებას ისტორიულ, პოლიტიკურ, რელიგიურ, კულტურულ ასპექტებში. აგრეთვე ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქართულ-დასავლური იდენტობის შეფასებაზე.

ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply