თამარ კუპრეიშვილი ბელგიის კათოლიკურ უნივერსიტეტში

2018 წლის 11-17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა თამარ კუპრეიშვილმა  მონაწილეობა მიიღო ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებულ TOT ტრეინინგ-კურსში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში ჩატარდა პროექტის ევროპელ პარტნიორ, ბელგიის ლეუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KU LEUVEN).

ტრეინინგის მონაწილეებს (საქართველო, სომხეთის რესპუბლიკა, ბელორუსია) მიესალმნენ პროექტის ტრენერი პროფ. ვიმ ვან პეტეგემი და ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის უფროსი, ქალბატონი ჰილდა ლოვრისი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ლეუვენზე, მის საუნივერსიტეტო ტრადიციებზე;

ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი „აქტიური სწავლება ტექნოლოგიებზე დამყარებული ჯგუფური მუშაობით“ (Active learning with special focus on ტechnology enhanced collaborative learning).

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply