საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“

2018 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“, რომლის ორგანიზატორები არიან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სტუ-ს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“🇬🇪️🇨🇳️.

🇬🇪️🇨🇳️კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა და ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ გახსნეს.

სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე პროფ. ვუ ხონ ვეი და სტუ-ის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ავთანდილ კიკნაძე, ჩინეთიდან სკაიპჩართვით კონფერენციას მიმართა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ.

საერთაშორისო კონფერენცია – “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ ორი დღის მანძილზე  მუშაობდა. მისი თემატიკა მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ისტორიული და ეკონომიკური ასპექტები, თანამედროვე პროცესები ჩინეთის საზოგადოებაში, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები – პრობლემები და პერსპექტივები.🇬🇪🇨🇳

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply