საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ და დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ მოაწერა.
მემორანდუმის მიზანს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის საფუძველზე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთვება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სალექციო-სასემინარო შეხვედრების ორგანიზებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში.