2019 წლის 28 თებერვლიდან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები რომში, ჯონ კაბოტის უნივერსიტეტში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობენ გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში. ჩვენი სტუდენტები ნარკოტიკებისა და დანაშაულის კომიტეტში, ასევე, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში მოშაობენ.