ტრენინგი თემაზე: „ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მექანიზმები“.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა
ტრენინგი გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოწვეულ ტრენერს საერთაშორისო კონსულტანტს ზაზა ბეროზაშვილს.
ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო კონსულტანტი, სამართლის დოქტორი ბატონი ზაზა ბეროზაშვილი და სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, ნარკოტიკების მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია.
ტრენინგ-სემინარს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 30-მდე სხვადასხვა კურსის სტუდენტი ესწრებოდა. ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები. 📌📌

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply