გაცნობებთ, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცდა პროექტი – იმიტირებული ლექციების კურსი. პროექტის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩაატარებენ ლექციებს. პროექტში მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის საფუძველზე, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ2019 30 აპრილიდან 10 მაისამდე : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf1h_f-VQzY3uJKThOHrGyC68dbYOIQZ-Gx2sK0TrQnYVHQmQ/viewform
გამარჯვებულ სტუდენტს გადაეცემა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია.
პროექტი შედგება შემდეგი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი- თითოეულ კურსსა და სპეციალობაზე მოხდება ერთი გამარჯვებულის გამოვლენა (სამართალი – 4, საერთაშორისო ურთიერთობების – 4 საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი)- 4);
- მეორე ეტაპი – გამარჯვებულ კანდიდატებს შორის ჩატარდება შეჯიბრი, სადაც სპეციალობის მიხედვით გამოვლინდება 5 გამარჯვებული (სამართალი – 2; საერთაშორისო ურთიერთობების- 2; საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი) – 1);
- ფინალი – მეორე ეტაპზე შერჩეული 5 კანდიდატისგან გამოვლინდება 1 გამარჯვებული.
შეფასება ხდება წინასწარ დამტკიცებული კომისიის მიერ.
შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- საუბრობს გამართულად და გასაგებად;
- აწვდის შესაბამის ინფორმაციას, საკუთარ შეხედულებებს;
- ლექციას წარმართავს თავდაჯერებულად;
- კითხვებზე იძლევა სწორ და ამომწურავ პასუხებს;
- ლექციაზე იყენებს თანამედროვე საშუალებებს;
- იცავს ეთიკურ ნორმებს;
- ზრუნავს საკუთარ იერზე;
პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ფინალში გასულ სტუდენტებს სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები.